საქართველოში სქესობრივი დანაშაულის რიცხვი გაიზარდა | შსს ბოლო 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

საქართველოში სქესობრივი დანაშაულის ფაქტებმა იმატა. დანაშაული წინა წელთან შედარებით 4.04%-ით გაიზარდა, კერძოდ, ბოლო 9 თვეში 412 შემთხვევა მოხდა, მათგან მხოლოდ 272 ფაქტია გახსნილი. სტატისტიკას საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ გამოვლენილ ფაქტებზე დაყრდნობითაა შედგენილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სტატისტიკა არ არის ზუსტი და მონაცემები გაცილებით დიდია.

"კვლევები ადასტურებს, რომ იმ ქვეყნებში სადაც არ არის დანერგილი ყოვლსმომცველი სექსუალური განათლება არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის, ასევე არასრულწლოვანთა შორის ორსულობისა და აბორტის რიცხვის მათ შორის, ერთ-ერთი კვლევის თანახმად საქართველოში არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ფაქტობრივად 51% არასრულწოვანთა ორსულობის იმ  ქვეყნებს შორის რომლებიც ამ კვლევის ფარგლებში შეისწავლეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება, რომელიც ბავშვებს მიაწვდის ცოდნას და ინფორმაციას საშიში, სარისკო სექსუალური გამოცდილების შესახებ", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი თამარ კაპანაძე.

ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე. ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 116 006

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი