წულუკიანის გადაწყვეტილებით, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. შესაბამის ბრძანებას იუსტიციის მინისტრმა მოაწერა ხელი. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება. 

ცვლილებების თანახმად, განაყოფიერებამდე ნოტარიულად დადებული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს "ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა" იმ შემთხვევაში, თუ ისინი: 

  • იმყოფებიამ ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია სულ მცირე, 1 წელი;
  • იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით.

იუსტიციის მინისტრის ამ ინიციატივას სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა. 

წულუკიანის მავნებლობის, უცოდინრობის, ქალების ჩაგვრის და სიბნელის კიდევ ერთი გამოვლინება... ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს თუ 1 წელი არ არის გასული ქორწინებიდან ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ არის კაცთან და ამას ვერ დაამტკიცებს ნოტარიუსთან.. ანუ მარტო თუ ხარ შვილი არ უნდა გყავდეს და 40 წლის თუ გათხოვდი უნდა ილოდო ერთი წელი როდის გავა და შენი სამედიცინო შანსები კიდევ უფრო შეამცირო იმიტომ რომ თეას ესე ნებავს... კაცის და გათხოვების გარეშე მოკლედ არაფრად აგდებს ქალებს, - წერს კუკუნაშვილი. 

ცნობისთვის, ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებზე, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა. ამბობს, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვები პრობლემატურები იქნებიან. "პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი