"ქალი და კაცი მაინც ვეღარ განასხვავეს?" - თერჯოლაში მიცვალებულები აერიათ

გამოქვეყნდა:

ამბავი, რომელიც ტრაგიკომედიური ფილმის სიუჟეტად უფრო გამოდგება, თერჯოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ადგილობრივ საავადმყოფოში გარდაცვლილები აერიათ და დაღუპული ქალის ოჯახს, კაცის ცხედარი გამოატანეს. მიცვალებული ჭირისუფალმა ადგილზე არ შეამოწმა. სახლში სხვისი ცხედარი რომ ჰყავდათ მისვენებული მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა გარდაცვლილის გასაპატიოსნებლად მეზობელი მივიდა.

ამბავს სოფელში ახლა სიცილით ყვებიან, თუმცა დაშვებულ შეცდომას ვერაფრით ხსნიან. ლილი გეწაძე ამბობს, რომ ცხედარი რომ მათ თანასოფლელს არ ეკუთვნოდა, მარტივად შესმჩნევი იყო.

გარდაცვლილის ოჯახს მომხდარზე საუბარი არ სურს, თანასოფლელები კი ცხედრების ცვლილებაზე პასუხისმგებლობას თერჯოლის საავადმყოფოს აკისრებს. 

თერჯოლის საავადმყოფოში მიცვალებულების არევის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ შეცდომას მალევე მიხვდნენ. კლინიკის დირექტორის მტკიცებით, გარდაცვლილი ქალის თანასოფლელები ცრუობენ როცა ამბობენ, რომ ჭირისუფლმა შეცდომა სახლში აღმოაჩინა. 

შეცდომა ახლა უკვე გამოსწორებულია, თერჯოლის საავადმყოფოში ერთ დროს გარდაცვლილ ერთმანეთისთვის უცნობ ქალსა და მამაკაცს საკუთარ სახლებში გლოვობენ. 

შეგახსენებთ, რომ ეს მიცვალებულების არევის პირველი შემთხვევა არ არის. 2018 წელს ცხედრები ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში აერიათ. ფაქტის შესახებ ერთ-ერთი ოჯახისთვის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი. ეს ფაქტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. 

2019 წელს მსგვსი შემთხვევა იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც. ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოდან სახლში გადასხვენების შემდეგ, ოჯახმა ფაქტი მხოლოდ მიცვალებულის გაპატიოსნების შემდეგ აღმოაჩინა. 

2020 წლის იანვარში კი მიცვალებულები გურჯაანის საავადმყოფოში აერიათ. ოჯახმა ცხედრების შეშლის შესახებ აქაც მხოლოდ ველისციხეში, სახლში გადასვენების შემდეგ შეიტყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი