საზარელი შემთხვევა თბილისში. ხანძარს ქავთარაძის ქუჩაზე ერთი ადამინის სიცოცხლე შეეწირა. ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა და დაგვიანებული რეაგირების გამო სახლში მყოფი მამაკაცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა, ქალაქში შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსის გამო სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები შემთხვევის ადგილზე მისვლას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. სახანძრო მანქანები საცობში იყო დაჭედილი.
ავტორი: საბა ბუაძე