"გაიღვიძე ევროკავშირში" - ხვალინდელ გადაწყვეტილებას ახალგაზრდები და სტუდენტები 9 აპრილის ბაღში დაელოდებიან. ისინი სხვებსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ ამ ისტორიული გადაწყვეტილების აღსანიშნავად. ღონისძიების ორგანიზატორები საინფორმაციო ბუკლეტებს უმაღლეს სასწავლებლებში დღეს დაარიგებენ.
15 დეკემბერს, 19:00 საათიდან ვიკრიბებით 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდროვის) ბაღში, ორბელიანის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ერთად შევხვდეთ და ვიზეიმოთ ქართველი ხალხის მონაპოვარი, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება.ღონისძიების ფარგლებში, პირდაპირ ეთერში მივადევნებთ თვალს გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესს, დიდ ეკრანზე.
ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება საზეიმო კონცერტი." ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ევროპულმა საბჭომ ხვალ უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.