გაუვალი საცობები თბილისში | დედაქალაქის პარალიზებაში მერი მოქალაქეებს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

დედაქალაქი ისევ პარალიზებულია. თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მანქანები უძრავად დგანან. სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები კი დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ მიდიან. შექმნილ სატრანსპორტო კოლაფსში კახა კალაძე მოქალაქეებს ადანაშაულებს და საცობის გამომწვევ მიზეზად ქალაქში ზედმეტად ბევრ მანქანას ასახელებს.

მერის ოპონენტები კალაძეს კომპეტენციას უწუნებენ და კორუფციაში ადანაშაულებენ. მძღოლები და მგზავრები კი, კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკას დიდ ჩავარდნას უწოდებენ. ქალაქში გაუმართავია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც სადაც გადაჯდომას კახა კალაძე მოქალაქეებს სთავაზობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი