​​​​​​​"ჭერები ჩამოვარდნილია, კედლები დახსნილია, იატაკები აყრილი, წყალი ჩამოდის" | ქუთაისში, სოციალურად დაუცველები უსაფრთხო საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისი, რომელშიც სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ, ინგრევა. მასში 80-მდე ქუთაისის მერიამ შეასახლა. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ შენობას რეაბილიტაცია უხარისხოდ ჩაუტარდა - არადა მასზე 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

მობინადრეები "მთავარ არხთან" შენობაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და უსაფრთხო საცხოვრებლით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ქუთაისის მერთან შეხვედრას თვეებია უშედეგოდ ითხოვენ.

"გაუსაძლისი მდგომარეობაა...ჭერები ჩამოვარდნილია, კედლები დახსნილია...იატაკები აყრილია...წყალი ჩამოდის, როგორც გარეთ წვიმს, ისე შიგნით. დავდივარ მერიაში, მაგრამ ყურადღებას არავინ არ მაქცევს," - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები. 

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ბინაში, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, ჭერი ჩამოინგრა. 
ბავშვები სამშენებლო მასალებში მოყოლას გადაურჩნენ.

"ამჯერად ჭერია ჩამოვარდნილი ჩემთან. საშინელი მდგომარეობაა, 5 ბავშვი ცხოვრობს იმ ოთახში. წელიწადი ხდება უკვე არავითარი ყურადღება არ გვაქვს. დავდივართ მერიაში, მივდივართ, მაგრამ შიგნითაც არ გვიშვებენ. დაცვა უკვე გარეთ გვყრის. ყურადღება არანაირი არ არის და ვართ უპატრონო მდგომარეობაში," - ამბობს ერთ-ერთი მობინადრე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი