სტატუსი მტრის ჯინაზე | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატია - ქვეყანამ საბოლოოდ მიიღო ეს სტატუსიც, და ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული გზაც, რისი გავლაც ჩვენ ერთად მოგვიწვეს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. სწორედ ამ გზის ბოლოშია თაობების ოცნების ასრულება - საქართველოს დამკვიდრება ევროპულ სახელწმიფოთა შორის, საერთაშორისო თანამეგორბობის ღირსეული წევრობა.

ეს არის პოლიტიკური სიკეთეები, რაც ყველაზე მყარი ინსტიტუციების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრებას მოაქვს, ეს არის ეკონომიკური დოვლათიც, რაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაზარის წევრობას ახლავს თან. ეს არის თანამეგობრობაც, სადაც მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოები 
პატარების ტერიტორიებს კი არ გლეჯენ, არამედ მათ ცოდნით და ფინანსებით ეხმარებიან.

2 დღის წინ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება ისტორიული იყო როგორც საქართველოსთვის, ისე თავად ევროკავშირისთვის, რომელმაც პირველად გადააბიჯა გეოგრაფიულ ბარიერს და ხმამაღლა თქვა, რომ ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ცივილიზაციური ერთობაა, რომელ ოჯახშიც მზად არიან საქართველოს მისაღებად და ამ მზაობას უკვე საქმით გამოხატავენ, და არა თბილისი სიტყვებით. ისტორიული და უპრეცედენტო იყო თავად ის პროცესებიც, რაც დიდი ევროპული პოლიტიკის კულუარებში გათამაშდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი