2 წლის ლაზარეს მდგომარეობა სტაბილურია, დეფექტის ორი მესამედი დაიფარა | ექიმი

გამოქვეყნდა:

გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმი ალექსანდრე კალანტაროვი, რომელმაც ბავშვს უნიკალური ოპერაცია გაუკეთა ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანი და საყურადღებოა 1 კვირა:

"პაციენტის მდგომარეობა დღეს, პოსტოპერაციულ პერიოდში სტაბილურია. ოპერაცია გაკეთდა სასწრაფო ჩვენებით. დეფექტი თავის ქალის საფარი ქსოვილების იყო შეუთავსებელი სიცოცხლესთან. გაკეთდა უნიკალური მიკროქირურგიული ნაფლეთოვანი გადანერგვა. დეფექტის ორი მესამედი დაიფარა. პირველი კვირა გვაქვს სარისკო პერიოდი. ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადანერგილ ნაფლეთში, გადანერგილ ქსოვილში მოხდეს აღდგენითი პროცესები." ამბობს კალანტაროვი.  

2 წლის ლაზარე და მისი მცირეწლოვანი ძმა პიტბულმა გურიაში 16 დეკემბერს დაკბინა. ვისია ძაღლი, უცნობია. სავარაუდოდ, ის პატრონმა მიატოვა. შემთხვევის შემდეგ ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი