"კლინიკაში ვიყავით და აცრები გავაგრძელეთ... ბავშვი თავს კარგად გრძნობს", - ამის შესახებ "მთავარ არხთან" იმ მოზარდის დედა საუბრობს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მიუსაფარმა ძაღლმა გაკაწრა.
ჩვენ ამ ძაღლმა გვიკბინა 26 ნოემბერს. იმ დღესვე დავიწყეთ აცრები. 3 აცრა რომ გავიკეთეთ, თან, პერიოდულად, ძაღლს ვნახულობდით, ცოცხალი იყო. მეოთხე და მეხუთე აცრაზე აღარ მივსულვართ. ფოტოებიც გვაქვს ძაღლის, რომ ამ პერიოდში ცოცხალი იყო და მერე ბარბარობა დღეს დაღუპულა ეს ძაღლი. რა ვიცი, უნახია ამ პატრონს მკვდარი. ჩვენ ვიყავით კლინიკაში ახლა, გავაგრძლეთ აცრები და არაფერი საშიშროება არ გემუქრებათო და სამი გაკეთებული გვქონდა და მეოთხეს და მეხუთეს გაუკეთებენ. ბავშვი კარგად გრძნობს თავს და არაფერი, რა ვიცი, მაინც ყურადღებით ვიქნებით... ჩვენი მხრიდან არანაირი საშიშროება არ გემუქრებათო, აცრაც გაკეთებული აქვს ბავშვს და თავს კარგად გრძნობს. ინფორმაციას კი მოვუსმინე, მაგრამ ჩვენ ვიყავით თუ არა ვერც მოვედი აზრზე სანამ ტერიტორია არ ვნახე, - ამბობს მოზარდის დედა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, რადგან ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.