სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ისინი 2 ქვეითს დაეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ორივე ქვეითი. ცნობილია, რომ ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ.
სავარაუდო ინფორმაციით, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი სამხედროა.
შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია