მარნეულში მანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ქვემო გულარში მცხოვრები 35 წლის კაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას "ოპელის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და ექსპერტები მუშაობდნენ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.