ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ 2023 წლის განმავლობაში ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით 500-მდე პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2023 წლის განმავლობაში ე.წ. საზღვრის "დამრღვევი" 448 ადამიანი დააკავეს.

საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, უკანონოდ დაკავებულთა შორის 196-მა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ხოლო 251-მა "სასაზღვრო ზონის რეჟიმი".

KGB ამბობს, რომ  თითოეულ შემთხვევაზე "გამოძიება" ჩატარდა.

"262 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 6 პირი დააჯარიმეს და გააძევეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან, 19 პირი ჯარიმის გარეშე გააძევეს, 138 გააფრთხილეს, 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 4 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა", - ამბობს დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი