კრემლის გეგმები საქართველოსა და უკრაინაში | მეთიუ ბრაიზას ბოდიში აგვისტოს ომზე

გამოქვეყნდა:

შეცდომა, რომელიც რუსეთის გლობალური ექსპანსიის დასაწყისი გახდა. შეეთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა 2008 წლის ომთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტებზე საუბრობს. ჟურნალისტ გელა ვასაძესთან ინტერვიუში youtube-არხზე "კავკასიის ახალი ამბები" ბრაიზა აღიარებს, რომ ვაშინგტონს ჰქონდა ინფორმაცია კრემლის გეგმებსა და ომისთვის მზადების შესახებ, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა. 

სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დაუფარავად ამბობს, რომ არსებობდა ყველა ნიშანი და ინფორმაცია, არსებობდა კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ომის მოახლოვებას ადასტურებდა, მაგრამ დასავლური სამყაროს და პირველ რიგში შეერთებული შტატების რეაგირება არ იყო ადეკვატური. შედეგად მსოფლიომ მიიღო ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის წინასწარმეტყველება სრულად ახდა და კრემლი არ დაკმაყოფილდა საქართველოში შემოჭრით და ექსპანსია უკრაინაში გააგრძელა. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი