ქარმა ვარკეთილში დააზიანა დროშა, რომელშიც მერიამ 317 ათასი ლარი გადაიხადა | უამინდობის შედეგები საქართველოში

გამოქვეყნდა:

ქარმა ვარკეთილში დააზიანა დროშა, რომელშიც მერიამ 317 ათასი ლარი გადაიხადა - დროშა თავდაპირველად დაზიანდა და დაიხა, რის შემდეგაც ის სადგამიდან საერთოდ ჩამოსხნეს. ასევე, უამინდობის შედეგად პარლამენტის წინ მოწყობილი სკვერი და დაგრული დეკორატიული ხეები განადგურდა. 

ასევე, სტიქიის შედეგად, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ქარმა საცხოვრებელ სახლებს სრულიად გახადა სახურავები, შედეგად იქ მცხოვრები ადამიანები, ამ დრომდე, ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები. წაქცეულმა მრავალწლოვანმა ხეებმა ახლოს მდგომი მანქანები დააზიანა. მოსახლეობის განცხადებით, არავინ ამოწმებს და შესაბამისი სამსახურები არ ინტერესდებიან იმით, ხომ არ შეიცავს ეს ხეები საფრთხეს და არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ამინდის დროს შესაძლოა ხეებმა ფატალური შედეგები მოიტანოს.

გუშინ ღამით სტიქიამ თბილისის გარდა კახეთის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონები დააზარალა. ყვარელში, წალენჯიხასა და ბათუმში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, დააზიანა ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები.

სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა კახეთის რეგიონი. ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები. ინფრასტრუქტურისა და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო კახეთის ცენტრალური მაგისტრალი მთელი ღამის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. მოსახლეობის უმეტესობამ შესაბამის სამსახურებს მიმართა დასახმარებლად, თუმცა მათ მთელი ღამის განმავლობაში მოუწიათ ლოდინი.

სტიქიას ანალოგიურად მძიმე შედეგები მოჰყვა ბათუმშიც. შედეგად თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის გადაადგილება შეფერხდა. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი