გასული კვირას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამრთლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე და მის გამოუძიებლობაზე პასუხისმგებლობა სრულად დააკისრა რუსეთის ფედერაციას და მასვე დააკისრა 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ არ დასჯილიყო მკვლელი, რომელმაც ოთხოზორია ეთნიკურ ნიადაგზე დახვრიტა და თან ეს გაააკეთა საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს. ის გადმოვიდა ენგურის ხიდზე, გაისროლა და გადავიდა ისევ მეორე მხარეს.
რუსული საოკუპაციო ძალები ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიან ყოველდღიურად. მაგალითად თამაზ გინტურისა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლობებიც კმარა. თუმცა ცალკე დავის საკითხია ის, რომ რუსების მიერ აღმართული მავთულხლართების მიღმა რჩება საქართველოს მოქალაქეების ქონებაც. გასაგებია, რომ რუსეთის ფედერაციას ამ ეტაპზე გაცხადებულად აქვს ნათქვამი, რომ ის არ ცნობს და აღიარებს სტრაბურგის გადაწყვეტულებებს. მაგრამ, ადრე თუ გვიან მას მოწუევს ამ გადაწყვეტილებების აღსრულება. მათ შორის დასავლეთში იდეის დონეზე იძულებით აღსრულებასაც განიხილავენ, რუსი ოლიგარქებისთვის გაყინული მილიარდების ხარჯზე.