სამჯერ ჩაშლილი შეხვედრა სტეფანწმინდაში | მოსახლეობა "კამარა ჰესის" წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება ხალხს უმტკიცებს, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის დროს ყველა საფრთხე გათვალსწინებულია და რომ ყველაფერი ისე კეთდება, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას შეშურდებაო. შოვის ტრაგედია ძალიან სამწუხარო შეხსენებაა იმისა, რომ სიტყვაზე არავის უნდა ვენოდთ და რომ ზერელე და არაპროფესიონალური მიდგომებს სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

გასულ კვირას სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში კამარა ჰესის პროექტის ხმაურიანი განხილვა გაიმართა. Post Factum-ის ინტერესი ამ პროექტმა დიდი ხნის წინ მიიპყრო. და არაერთხელ ვისაუბრეთ იმ შესაძლო საფრთხეებზე, რაც თერგის ხეობაში ასეთ მშენებლოებს შესაძლოა მოჰყვეს. მითუმეტეს, იგივე ხეობაში არის დარიალის ჰესის ნანგრევებიც, როგორც შეხსენება იმისა, რომ მაღალმთიან და ღვარცოფული ხეობებით სავსე რეგიონში ბუნების ძალებთან უხეში ექპსრიმეტნები შესაძლოა ტრაგიკულად დასრულდეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი