"ახლა მთავარია ორგანიზმმა პოსტოპერაციულ მკურნალობას გაუძლოს" | თბილისში გადმოყვანილ ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა

გამოქვეყნდა:

დაშავებულ ძაღლს, რომელიც ბაღდათიდან თბილისში, კლინიკა "ვეტმედში" გადმოიყვანეს ოპერაცია ჩაუტარდა. თავის ტვინიდან მას ჰემატომა ამოუღეს, დამტვრეული აქვს ქალის ძვლები. მიუსაფარი ცხოველი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუსაფარ ცხოველს პირში ასაფეთქებელი აუფეთქეს, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა. ექიმების თქმით, ცხოველს დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

"გამოირიცხა ასაფეთქებელი ნივთიერება, იმიტომ, რომ არ არის დამწვრობა პირის ღრუში, კბილი, ენა, სასა, არის მთელი, ამიტომ შემოწმების შედეგად დავსვით დიაგნოზი, არის მძიმე ტრავმა თავის ქალის", - ამბობს ქირურგის ასისტენტი, კონსტანტინე ჯგუშია.

ბაღდათის მცხოვრები, ფიქრია მოდებაძე იხსენებს, რომ ძაღლის ტირილი და წკმუტუნი გაიგონა, ადგილზე კი დასისხლიანებული ცხოველი დახვდა. მისი თქმით, ჯერ 112-ში დარეკა, თუმცა უწყებამ ადგილობრივ თვითმართველობასთან გადაამისამართა, დახმარება უწყებიდან ვერ მიიღო, რადგან მისი თქმით, დასვენების დღე იყო და რაიონიდან ყველა გასული აღმოჩნდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი