დიდთოვლობაა აჭარაში. მოყინულია გზები, მანქანებს გადაადგილება უჭირთ. ზემო აჭარაში "ენერგო პრო ჯორჯია" მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ელექტროენერგია ხულოს, ხელვაჩაურისა და ქედას სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილს, ისიც შეზღუდვებით მიეწოდება.
კომპანიის დამატებითი ბრიგადები მუშაობენ წალენჯიხაშიც.