საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები უმძიმეს მეტეოროლოგიურ ვითარებაში არიან. იმერეთი, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი - სოფლებსა და ქალაქებში თოვლის საფარის სისქე ხშირ შემთხვევაში ერთ მეტრს აღწევს. ათეულობით სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია და ათობით ათას აბობენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მძიმე ვითარებაა აჭარაშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გზებზე უმძიმესი მდგომარეობის გამო სამაშველო და სამედიცინო ბრიგადებს უჭირთ გადაადგილება. უკვე რამდენიმე დღეა გზას ვერ აგრძელებენ მძღოლები მცხეთა-მთიანეთში - კობი-გუდაურის გზაზე ხალხი ავტობუსებშია ჩარჩენილი.