ეროვნული სიმბოლიკის შეურაცხყოფამდე დასული უუნარობა. საქართველოს დროშა, რომელიც თბილისის მერიმ სულ რაღაც ერთი თვის წინ აღმართა - ქარმა წაიღო. კონსტრუქცია, რომელზეც დროშა იყო დამაგრებული და თავად ალამიც ბიუჯეტს 300 ათას ლარზე მეტი დაუჯდა და ირკვევა, რომ ამ ფულის დიდი ნაწილი ფაქტობრივად ქარმა წაიღო. ვერავინ ამბობს, გაუძლებს თუ არა მომავალში ახალი დროშა ძლიერ ქარს. თუმცა ამ ინციდენტის გასამართლებლად ადგილობრივ ხელისუფლებაში კიდევ უფრო კომიკურ მეთოდს მიმართეს - მერიაში ამტკიცებენ, რომ დროშა სატესტო რეჟიმში იყო აღმართული.