რუსთავში ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის არასრულწლოვანი, ბუნებრივი აირით მოიწამლა

გამოქვეყნდა:

რუსთავში, ერთი ოჯახის ხუთი წევრი, მათ შორის არასრულწლოვანი, ბუნებრივი აირით მოიწამლა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ნახშიროჟანგის დაგროვება გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

ხუთივე მათგანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი