ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს, მოკვდა

გამოქვეყნდა:

ძაღლი, რომელსაც ბაღდადში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები.

მოგვიანებით, ცხოველი თბილისში გადმოიყვანეს და მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი