"არ დაუშვათ დედაქალაქის ურბანული გენოციდი" - ამ მოთხოვნით თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველ პარტიას მიმართავენ.
საუბარია ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობაზე, სადაც 50 სართულიანი 2 ცათამბჯენი უნდა აშენდეს.
ოლიგარქის გუნდის ოპონენტები ამ მშენებლობის უკან სანქცირებული რუსი ოლიგარქის კვალს ხედავენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ პროექტი უკან გაიწვიონ. საკრებულო ცათამბჯენების პროექტს ხვალ დილას ურბანული კომისიის სხდომაზე განიხილავს.