ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე, დღეს დილით ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.