საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე კი აღდგენილია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის მიხედვით, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის სპეციალური მოძრაობის რეჟიმები:
"მთელი საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე დღის განმავლობაში თოვლის სახით ჭარბი ნალექი მოვიდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციები მობილიზებულები არიან ყველა მიმართულებით, გზები 24 საათიან რეჟიმში ინტენსიურად იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი
ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამ დრომდე, ზვავსაშიშროების გამო შეზღუდვა იყო მხოლოდ გუდაური-კობის მონაკვეთზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.