50-სართულიანი ცათამბჯენები თბილისში | საკრებულო ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულო ხმაურიანი და დაძაბული სხდომისთვის ემზადება. ოპოზიცია ეცდება ჩაშალოს, ან შეაფერხოს ხვალინდელ სხდომაზე ლაგუნა ვერესთან ორი გრანდიოზული კორპუსის მშენებლობა. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს მშენებლობა კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას დედაქალაქში.

პარალელურად, ოპოზიციის წევრები კორუფციულ ინტერესებზე საუბრობენ და აქვთ ინფორმაცია, რომ მშენებლობა ერთ-ერთ რუს ოლიგარქს უკავშირდება. "ქართული ოცნებისთვის" ეს არგუმენტები მიუღებელია და მმართველი პარტია აანონსებს, რომ ყველა შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის დაწყების თაობაზე. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი