"იმ ბულდოზერს, რომელიც მოგვაყენეს, დავუბრუნებთ არჩევნებზე" | ქუთაისში, კაფე "სავანე" დაანგრიეს

გამოქვეყნდა:

კაფე "სავანე" დანგრეულია. ქუთაისის ისტორიული ობიექტის ნგრევის პროცესი მძიმე ტექნიკის გამოყენებით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პერიმეტრი სამართალდამცველებს სპეციალური ლენტის ჰქონდა შემოსაზღვრული და შესაბამისი სამსახურები სადემონტაჟო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

“სავანეს” მეპატრონეები აცხადებენ, რომ  კერძო საკუთრების ნგრევა კანონდარღვევით განხორციელდა და იმ დროს, როდესაც საქმე სააპელაციო სასამართლოშია, აღსრულების პოლიციამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იმოქმედა. 

კაფე-ბარი “სავანე” მესაკუთრეებმა 1995 წელს, აუქციონზე, სახელმწიფო ქონების სააგენტოდან 10 000 დოლარად შეიძინეს. 2012 წელს ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ კი ობიექტი საკადასტრო რუკებზე დატანილი არ აღმოჩნდა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი