დაღუპული და დაშავებული ადამიანები, მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული მანქანები | ძლიერი ქარის შედეგები

გამოქვეყნდა:

უამინდობა და ძლიერი ქარი თბილისისა და კახეთისთვის სტიქიურ უბედურებად იქცა. დედაქალაქშიც და რეგიონშიც ბოლო რამდენიმე საათში ზედიზედ რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა. მათ შორის, დაიღუპა ერთი მამაკაცი, მეორე კი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქარმა წააქცია განათების ბოძები და ხეები, მოგლიჯა საახალწლო განათებები და სარეკლამო სტენდები, ჩამოანგრია კედლები მშენებლობებზე და აშენებული კორპუსების ცუდად დამონტაჟებული სამაგრები. 

რამდენიმე ადამიანი მხოლოდ შემთხვევითობამ იხსნა სიკვდილს. დაზიანებულია დიდი რაოდენობით ავტომობილები. მაშველები, მედიკოსები და საპატრულო პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. დიდი ალბათობით საგანგებო მდგომარეობა კიდევ გაგრძელდება. მეტეოროლოგები ქარის შესაძლო გაძლიერებაზე საუბრობენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი