საქართველოს მთავრობა რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალის მშენებლობას გეგმავს - ამისთვის ივნისში გზების დეპარტამენტმა 245.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ახალმა გზამ ურთულეს გეოგრაფიულ არეალში უნდა გაიაროს და მოძრაობის დრო მნიშვნელოვნად შეამციროს.
ახალი გზის სიგრძე 4.5 კილომეტრს შეადგენს, შესაბამისად ერთი კილომეტრის აშენების სავარაუდო ღირებულება 55 მილიონი ლარია.
სახელმწიფოს ამ გზის მშენებლობა სულ 5-მა კომპანიამ შესთავაზა, ყველა მათგანი ჩინურ სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წარდგენილი წინადადებებიდან ორის სავარაუდო ღირებულება გამოცხადებულ 245 მილიონ ლარზე მეტი იყო.
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ პრეტედენტებს მიმართეს წერილობით და სთხოვეს მათი ბიჯების ვადა შეინარჩუნონ 2024 წლის 15 მარტამდე, რადგანაც პირველადი პროექტით, ამ ბიჯების ვადა 15 იანვარს იწურება.
ახალი გზის მშენებლობის მსურველი კომპანიების შეთავაზებები ასეთია:
არსებული მდგომარეობით გზის მშენებლობას ყველაზე იაფად სახელმწიფოს ჩინეთის რკინიგზის 23–ე ბიურო სთავაზობს.
"საპროექტო გზის მონაკვეთი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში. გზა გადის პრაქტიკულად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.5 კმ-ს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი არის არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მონაკვეთის გაგრძელება. მიმართულების გარკვეული ნაწილი მდინარე თერგის კალაპოტის მარცხენა ნაპირზე, სანაპირო ზოლში გადის. საპროექტო მონაკვეთი გადის ძალიან რთულ რელიეფში, მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში, რომელიც ორივე მხრიდნ შემოსაზღრულია მთებით", - ნათქვამია სატენდერო პირობებში.