ხარაგაულში, კიცხის საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა | მისი აშენება ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა

გამოქვეყნდა:

ხარაგაულში, კიცხის საჯარო სკოლაში, რომლის მშენებლობაც რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, წვიმის შემდეგ ჭერი ჩამოიშალა.  

150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა ორი წლის წინ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, აშენდა. მისი მშენებლობა 2 მილიონ-ნახევარი ლარი დაჯდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმების დროს აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წყალი რამდენჯერ ჩავიდა, თუმცა ჭერი პირველად ჩამოინგრა. ისინი განათლებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს, ასევე ხარაგაულის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ. 

მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში კი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ განათლების სამინისტრო ინფორმირებულია. თუმცა, როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯერჯერობით უცნობია. 

"ძალიან ცუდი წვიმა იყო...ჩავიდა ცოტათი წყალი, მაგრამ სამინისტრო საქმის კურსშია. იყვნენ ადგილზეც მაშნვე, მეორე დღესვე. ყველაფერი ჩაინიშნეს და გამოსწოდება ძალიან მალე," - ამბობს ხარაგაულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ვეფხვაძე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი