ახალი წლის დადგომა მთელ მსოფლიოში აღნიშნეს. ტრადიციულად ზეიმის ეპიცენტრი იყო ცნობილი დედაქალაქები და ტურისტული ცენტრები, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა. კირიბატიდან დაწყებული - რომელიც ერთ-ერთი პირველი შეხვდა ახალ წელს და ამერიკის სამოათი დასრულებული, სადაც ახალი წელი ბოლოს დადგა, ყველგან გაანათა ცა ფეიერვერკმა და მილიონობით ადამიანის შეძახილით დადგა 2024 წელი.