წლის ფლანგვა, წლის ქარწაღებულნი და ა.შ. |"ფლანგვის დეტექტორმა" სხვადასხვა კატეგორიაში "გამარჯვებულები" გამოავლინა

გამოქვეყნდა:

წლის ფლანგვა,  წლის შეუსრულებელი მისია, წლის ანტიდასავლური ტენდერი, წლის ჯარიმა, წლის ქარწაღებულნი - ამ კატეგორიებში "ფლანგვის დეტექტორმა" ყველაზე ხმაურიანი ქეისები გამოყო და "გამარჯვებულებიც" გამოავლინა. "ფლანგვის დეტექორის" მონაცემებით:

წლის ფლანგვა: 2020-2023 წლებში 29 მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამში 2,274,897 ლარის საწვავი მოიხმარა, რის გამოც წლის ფლანგვის კატეგორიაში პირველ ადგილზე მოხვდნენ.

წლის შეუსრულებელი მისია: სამტრედია-გრიგოლეთი გზის რეაბილიტაცია რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს ამ დრომდე არ დასრულებულა, ხოლო ხარჯები 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 

წლის ანტიდასავლური ტენდერი: თბილისის მერიამ ქუჩების მოსარწაყავად სანქცირებული “კამაზები” შეიძინა, რაშიც 4 მილიონი ლარი გადაიხადა.

წლის ჯარიმა: საგარეო სესხით დაფინანსებული პროგრამების შეუსრულებლობის გამო, 2018-2022 წლებში ბიუჯეტიდან 25,7 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწია. 

წლის ქარწაღებულნი: 41-მა მუნიციპალიტეტმა მილიონ ლარზე მეტი დახარჯა დროშის ბოძების შესასყიდად.

ვრცლად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი