კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო მესტიისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია

გამოქვეყნდა:

მესტიისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. ზუგდიდი-ხაიში-მესტიის ცენტრალურ მონაკვეთზე დიდი მოცულობით კლდოვანი მასა ჩამოვიდა და გზა ჩახერდგა.

ადგილზე მძიმე ტექნიკა და პოლიციაა მობილიზებული. ვერ ხერხდება მესტიიდან პაციენტების გადმოყვანა, მანქანების გრძელ რიგში დგანან ტურისტები და ადგილობრივები, რომლებიც 4 საათზე მეტია გზის გახსნას ელოდებიან. მოქალაქეები ამბობენ, რომ გზის ჩაკეტვაზე ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონიათ და მხოლოდ ადგილზე მისულებს განუცხადეს, რომ გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო.

შემთხვევა ხაიში ჭუბერის გადასახვევთან მოხდა, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, გზების დეპარტამენტის დაახლოებით 3 საათია მოძრაობის გახსნას ცდილობს.

ადგილზე ქვათაცვენა 4 დღის წინაც იყო.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი