მარნეულის სოფელ ყიზილაჯილოში სახლი დაიწვა

გამოქვეყნდა:

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯილოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარმა ის იმდენად დააზიანა, რომ საცხოვრებლად გამოუსადეგარია. 

ცეცხლი ღამით გაჩნდა. ოჯახმა შენობის დატოვება მოასწრო და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, ვარაუდობენ, რომ ცეცხლი მოკლე ჩართვამ გააჩნია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო იყო მობილიზებული.

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი