ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში ხანძარი იყო

გამოქვეყნდა:

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში ხანძარი იყო - ადგილზე ცეცხლი ხის ერთ-ერთ ჯიხურს გაუჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი