ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული მხედველობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი