"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

როგორც "მთავარ არხს" მმართველი გუნდის პრესსამსახურმა უთხრა, ვირუსით ინფიცირებული პაციენტი "ოცნების" ტექნიკური სამსახურის თანამშრომელია. ამ დროისათვის პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება ჩატარებულია, ინფიცირებულ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები დროებით იზოლაციაში გადავიდნენ, მათ კორონავირუსზე ტესტირებაც ჩაუტარდათ და შედეგები უარყოფითია. რაც შეეხება ოფისს, იქ დეზინფექციის სამუშაოები უკვე შესრულებულია და ამ დროისათვის მუშაობა უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 25 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 469
  • გამოჯანმრთელებულია - 1 221
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5924
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 209, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა, 840 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი