აქცია გორში - მოსახლეობა შეუსრულებელ პროექტებსა და თანხის გაფლანგვას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

დღეს დილიდან გორის მოსახლეობა შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აპროტესტებს. ისინი შეკრებილები არიან კომბინატის დასახლებაში, სადაც მუნიციპალური ავტოსადგომი უნდა მოწყობილიყო.

ადგილობრივების თქმით, პროექტში ბიუჯეტიდან ათობით ათასი ლარი უკვე დაიხარჯა, თუმცა სრულიად უშედეგოდ. გარდა ამისა, პროექტისათვის შეიქმნა სპეციალური ა(ა)იპ სამსახური, რომლის ბიუჯეტი 350 000 ლარია, მას კი ხელმძღვანელად ქალაქის ყოფილი მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი დაუნიშნეს. 

ეს არის ხოჯევანიშვილების კლანი. ჯირკველიშვილი იყო ქალაქის სამარცხვინო მერი, ის გააცოცხლეს და 3200 ლარის ხელფასი ააღებინეს უკვე. პროექტით გათვალისწინებული ობიექტი საერთოდ არ არსებობს და სამუშაოები არათუ დასრულებულია, შუა გზაზეა და თანხა კი გაფლანგულია, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბადრი ბასიშვილი, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად ქ.გორში იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი გორის ყოფილი გუბერნატორია. სწორედ მას ადანაშაულებს გორის მოსახელობა თანხის გაფლანგვისა და კორუფციისთვის. ცნობისთვის, ხოჯევანიშვილი ამჟამად გორსა და კასპში პარტია "ქართული ოცნებიდან" მაჟორიტარობისთვის იბრძვის.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი