ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა | ჩახერგილია გზები, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გამოქვეყნდა:

უამინდობა მაღალმთიან აჭარაში - ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ჩახერგილია გზები. რამდენიმე სოფელში კი გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით არის შესაძლებელი. უამინდობის გამო, შესაბამისი ტექნიკა ტერიტორიაზე გზის გასაწმენდად მისვლას ვერ ახერხებს.

უხვი ნალექისა და რამდენიმედღიანი დიდთოვლობის გამო, ზვავსაშიშროებაა ქედის მუნიციპალიტეტშიც. ადგილობრივები "მთავარ არხთან" ამბობენ, რომ სტიქიასთან გამკლავება საკუთარი ძალებით უწევთ.

"აქ თოვლი ყოველთვის ქმნის პრობლემას გზასთან დაკავშირებით და შუქთან. შუქი და გზა გვაქვს პრობლემა. შიდა გზები თოვლისგან არის გაუწმინდავი ჩვენთან. [მძიმე ტექნიკა] არ ამოსულა ჯერჯერობით. არც შუქია 2 დღეა საერთოდ და ყველა გათოვებაზე ეს პრობლემა გვაქვს...ვერაფერს ვერ ვაკეთებთ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

უხვი ნალექისა და დიდთოვლობის გამო, ამ დრომდე უცვლელია მდგომარეობა ადიგენის რაიონშიც, სადაც მოსახლეობას უკვე რამდენიმე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. ავტომობილების მოძრაობა კი შეზღუდულია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი