საბჭოთა დიქტატორის გამოსახულება სამების ტაძარში - იოსებ სტალინის ხატის ამსახველი ვიდეოკადრები თავდაპირველად პოლიტიკოსმა გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. რუსული ხელწერა საპატრიარქოში - ასე აფასებენ თეოლოგები საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემოქმედის ხატის განთავსებას სამების საკათედრო ტაძარში. წმინდა მატრონა მოსკოველისა და სტალინის ხატი პირველად 2008 წელს რუსეთში, სანკტ პეტერბურგის ერთ-ერთი სოფლის ტაძარში ნახეს.