შობის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა. ლიტურგიას არ დასწრებია კატოლიკოს-პატრიარქი. ილია მეორემ საშობაო ეპიისტოლე გამოაქვეყნა, სადაც მთავარი აქცენტები რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებსა და ხელოვნურ ინტელექტს, როგორც გამოწვევას,
ეხება. ეპისტოლეში ხაზგასმულია, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, ხელვნური ინტელექტის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.