შესაძლოა ისე მოხდეს ბულვარის ისტორიული სახე-ცვლილება, რომ მთელი ქუთაისი აღშფოთდეს | ოპოზიცია პროექტის გასაჯაროებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო, რისთვისაც 15 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. თუმცა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საზოგადოებამ არ იცის როგორი სახე ექნება მას და პროექტის საჯაროდ განხილვას ითხოვენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა შუშანიას თქმით, იმ დროს როდესაც ქალაქში უამრავი წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტია, ბულვარის რეაბილიტაციის ნაცვლად, შესაძლოა უარესი შედეგი მივიღოთ.

"როგორც თეთრი ხიდი გააუბედურეს და ჟანგის ხიდი უფრო არის, მისი ისტორიული სახე მთლიანად დაკარგული აქვს, იგივე ოქროს ჩარდახი, რომელსაც საერთოდ შეუცვალეს და აპირებენ, რომ შეუცვალონ ისტორიული სახე, გელათი, რომელიც მეოთხე ზამთარია უკვე, უნიკალური მხატვრობა ნადგურდება ისე, რომ კაციშვილი პატრონი არ არის. აქაც დაიხარჯება 15 მილიონი, ესე გამოაცხადეს და კაციშვილმა არ იცის 203-ე წელს ამ ბულვარის არსებობისა, როგორ სახეს მიიღებს ეს ბულვარი. ჩვენ გვაქვს შეშფოთება და კითხვები და ეჭვი, რომ შესაძლოა ისევ მოხდეს ბულვარის ისტორიული სახე-ცვლილება ისე, რომ შემდგომ მთელი ქუთაისი აღშფოთდეს", - ამბობს შუშანია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი