ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში. წინასწარი ინფორმაციით, 2 ახალგაზრდა მამაკაცი ჭაში დაიხრჩო. დაღუპულები, სავარაუდოდ, ძმები არიან და ისინი შემთხვევის დროს ჭას წმენდნენ. ორივე მათგანი 35 წლამდე ასაკისაა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"მთავარს" მომხდარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. გამოძიება სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.