სტალინის გამოსახულება სამებაში | სასულიერო პირების თავის მართლება და თეოლოგების განმარტება

გამოქვეყნდა:

სტალინის კულტის დაბრუნების მცდელობა. ზუსტად კრემლის პროპაგანდის სტილში, საბჭოთა დიქტატორის მორალური რეაბილიტაციის კამპანია საქართველოშიც დაიწყო. პირველი ნაბიჯი მილიონობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელის გამოსახულების ეკლესიაში გამოჩენა გახდა. სამების საკათედრო ტაძარში უკვე რამდენიმე თვეა მორწმუნეები ლოცულობენ და სანთელს უნთებენ წმინდა მატრონას, რომელთნ ერთადაც ხატზე სტალინია გამოსახული. სასულიერო პირები დღეს თავის მართლებას ცდილობდნენ და ამკიცებდნენ, რომ წმინდანის ხატზე ტირანი არ არის გამოსახული დადებით კონტექსტში, მაგრამ თეოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს არასწორი შეფასებაა და ხატი სწორედ სისხლიანი ტირანის იმიჯის გაკეთილშობილებას ემსახურება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი