წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის არაერთხელ გადადებული ვადის დასრულებლმდე 20 დღე რჩება. ჯერ კიდევ გადათხრილი მაგისტრალის სამუშაოების მოცულობა კი მიუთითებს, რომ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძის სრულფასოვნად ამოქმედება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქალაქის მერის დაპირების შესრულება, რომ იანვრის ბოლოსთვის პროექტი სრულყოფილი სახით ჩაბარდეს მერიას. მკვლევარები ასახელებენ მთავარ პრობლემას. მერიამ დედაქალაქის უდიდესი გამზირის რეაბილიტაცია შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბების შესწავლისა და დეტალური პროექტის შემუშავების გარეშე დაიწყო.