ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაკეტეს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაიკეტა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ამბობს, რომ მოძრაობა ორშაბათს 21:00 საათიდან აიკრძალა. 

მიზეზად ძლიერი თოვა დასახელდა, რის გამოც გზაზე ზვავსაშიშროებაა და უსაფრთხოდ გადაადგილება შეუძლებელია.

დე ფაქტო უწყება არ აკონკრეტებს, როდის მოხდება გზის გახსნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი