გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებში 35 წლის მამაკაცი სარწყავ არხში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი მამასთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც ის წყალში გადავარდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი ეკიპაჟი მუშაობს. სამძებრო სამუშაოებში უკვე ჩართულები არიან მაშველები და მყვინთავები. წყლის დონის დასაკლებად გადაკეტეს არხიც.