უპატრონოდ მიტოვებული სოფელი - ხობის რაიონის მოსახლეობა უწყლოდაა დარჩენილი

გამოქვეყნდა:

ხობში, სოფელ შავღელეში მცხოვრებლებს წყალი უკვე ერთი კვირაა არ მიეწოდებათ. მაია შავაძე საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის ჭის წყალს იყენებს, თუმცა გარდა იმისა, რომ ჭაში წყალი ბინძურია და ხშირად არათუ სასმელად, არამედ საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვისაც უვარგისია, ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს ჭაში წყალი შრება და მაია და კიდევ ასობით ოჯახი წყლის გარეშე რჩება. 

მაია შავაძის მსგავსად, სოფელ შავღელეში კიდევ ასობით ოჯახი ცხოვრობს. ყვებიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყალი სოფელში 5 წლის წინ შეიყვანა, თუმცა ხშირად რამდენიმე კვირა ისე გადის, რომ მათ ონკანებში წყალი არ მოდის. შეშფოთებულმა მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება არაერთხელ სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. 

სოფელ შავღელეში მცხოვრებლების ერთადერთი შემოსავალი სასოფლო სამეურნეო საქმიანობაა, თუმცა იმის გამო, რომ მათ სარწყავი წყალიც არ აქვთ, ნათესები ხმება და ხალხი ერთადერთი შემოსავლის გარეშე რჩება.

სოფელში სასმელი წყალი ერთადერთი პრობლემა არ არის. ადგილობრივები ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ. ყვებიან, რომ იმის გამო რომ სოფელში შიდა გზები მოუწესრიგებელია, უმანიდობისას ისინი ვერც მანქანით და ვერც ფეხით გადაადგილდებიან. შავღელეში ხელისუფლებისგან მიტოვებული მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებას ებრძვის, ადგილობრივების უმრავლესოაბს სოციალური დახმარება მოეხსნათ, თუმცა ამის მიზეზი არ იციან. 

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ სოფელში წყალი მეორადი მილებითაა შემყვანილი, ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს.

სოფელ შავღელეში მცხოვრები 300 ოჯახი ახლა მხოლოდ ბედის ანაბარადაა დარჩენილი, ადგილობრივებს წინ ზამთარი ელით და ახლა მათი მთავარი საზრუნავი უკიდურესი სოციალურ ეკონომიკური პირობების ფონზე, თავის გადარჩენაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი