
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) ახალ კვლევს აქვეყნებს საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ.
კვლევის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა საჭიროებს მშენებლობას, რეაბილიტაციას ან რემონტს. უფორო კონკრეტულად - 1 561 სკოლის შესახებ მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, სკოლების 59% საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლის მშენებლობას ან რემონტს.
კვლევაში ნათქვამია, რომ სკოლების 28% არის ახლადაშენებული, გარემონტებული ან რეაბილიტირებული, ხოლო 9%-ში დაგეგმილია რემონტი, რეაბილიტაცია, მშენებლობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გარემონტებული სკოლების ხვედრითი წილი მაღალია დედაქალაქში - თბილისში (51%) ხოლო ძალიან დაბალია სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (11-12%)
"სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ვადები მუდმივად იწევს. სასკოლო ინფრასტრუქტურის სრულად გამართვა დაგეგმილი იყო 2023 წელის ბოლოსთვის, ამ ვადამ გადაიწია ჯერ 2026 წლისთვის, ხოლო შემდეგ 2027 წლის ბოლოსთვის", - წერია კვლევაში.
2025 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სასკოლო პროექტების შესახებ არსებული მონაცემებიდან გამომდინარე - 2025-27 წლებში ასაშენებელი, გასარემონტებელი ან სარეაბილიტაციო იქნება 1 250-მდე სკოლა, რათა რეალურად შესრულდეს მთავრობის გეგმა და სრულად გადაიჭრას ამ ეტაპისთვის სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები.
კვლევის მიგნებებია:
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ სკოლების 90%-მდე მიუთითებს, რომ აქვთ ინტერნეტი, თუმცა გადამოწმებისას პირად კომუნიკაციაში აღნიშნავენ, რომ არსებული ინტერნეტი, დაბალი ხარისხის გამორთულად გამოიყენება რეალურად სწავლებისა და მართვის პროცესში და, ფაქტობრივად, ფორმალურად არის სკოლების ნაწილში.